Friday, January 15, 2016

საფიე სულთანი



საფიე სულთანი ოსმალეთის სულთნის მურად მესამის საყვარელი ხარჭა და მეჰმედ მესამის დედა იყო. წარმოშობის ერთი ვერსიით იგი იყო კუნძულ კერკირას ვენეციელი მმართველის შვილი, იგი მუსლიმმა მეკობრეებმა დაიჭირეს, სულთანის ჰარემს აჩუქეს 1562 წელს.მისი ნამდვილი სახელი იყო სოფია ბაფო. ამ ვერსიის მიხედვით იგი ნურბანუ სულთნის ნათესავი იყო.ხოლო მეორე ვერსიით საფიე იყო ალბანელლი სოფელ რეზიდან და მისი სახელი იყო მელიქე.
1563 წელს,13 წლის ასაკში, როგორც მონა მიჰრიმაჰ სულთანმა ( სულეიმან დიდებულისა და ჰიურემ სულთნის ერთადერთმა ქალიშვილმა)   მურად მესამეს აჩუქა. სახელად საფიე მისცეს და იგი მურადის (სელიმ მეორისა და ნურბანუ სულთნის პირველი ვაჟი)  ხარჭა გახდა. 1566 წელს მან გააჩინა მურადის ვაჟი - მეჰმედ მესამე.
საფიე უპირატესობით სარგებლობდა, რადგან მურადს იგი გაგიჟებით უყვარდა , იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მეუღლეზე. მურადის დედმ ნურბანუმ შვილს ურჩია რომ სხვა ხარჭებიც მიეღო დინასტიის კეთილდღეობისთვის. 1581 წელს ტახტს ერთადერთი მემკვიდრე ჰყავდა - მურადისა და საფიეს ვაჟი მეჰმედი. 1583 წელს ნურნბანუ სულთანმა საფიეს მაგიის და ჯადოქრების გამოყენება დააბრალა, თითქოს იგი ამას მურადის ხარჭებისკენ სწრაფვას ამცირებდა. შედეგად გამოვიდა პატიმრობა და საფიეს მსახურების წამება. მურადის დამ ესმეჰანმა მას 2 ხარჭა აჩუქა, რომელთანაც მურადს ურთიერთობა ჰქონდა. მისი პოტენციალის განკურნების შემდეგ, იგი 20 ვაჟისა და 5 ქალიშვილის მამა გახდა.
მიუხედავა ამისა საფიე ვერ გახდა მურად მესამის კანონიერი მეუღლე, თუმცა ოსმალი ისტორიკოსი მუსტაფა ალი თავის ნაშრომებში გვეუბნება რომ საფიე ვენეციელი და ინგლისელი ელჩებისაგან დიდად დაფასებული პიროვნება იყოო.


როდესაც მურადი გარდაიცვალა 1595 წელს, საფიემ იმდენი გააკეთა რომ ტახტზე თავისი შვილი - მეჰედი აიყვანა. ის კი დედა სულთანი გახდა. მისი ვაჟის სიკვდილამდე (1603წ.) ოსმალთა პოლიტიკას ხელმძღვანელობდნენ საფიე და გაზანფერ აღა- თეთრი საჭურისი და ჰარემის პირველი აღა. საფიე იღებდა 3000 აქჩეს ყოველთვიურად. მას შემდეგ რაც მეჰმედ მესამე  უნგრელების წინააღმდეგ სალაშქროდ წავიდა 1596 წელს, მან უზარმაზარი ძალაუფლება მიანიჭა დედას, იგი ხაზინადრის საქმეებშიც კი ჩარია. 
ამგვარი სიძლიერით განაგრძო მან თავისი საქმიანობა ოსმალეთის იმპერიაში.
1603 წელს მეჰმედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი შვილი - აჰემდი ავიდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მისი ბებიისთვის ძალაუფლების წართმევა - იგი გააძევა ძველ სასახლეში 1604 წელის იანვარში. როდესაც აჰემდის ძმა მსუტაფა გახდა სულთანი 1617 წელს,მისმა დედამ ჰალიმემ  როგორც  დედა სულთანმა 3000 აქჩე მიიღო. ამ დროს საფიე კვლავ ცოცხალი იყო. თუმცა ჰალიმემ მხოლოდ 2000 აქჩე მიიღო მას შემდეგ რაც ძველ სასახლეში გადავიდა მისი შვილსი ორჯერ ტახტზე ასვლის პერიოდში. პირველი თვეების განმავლობაში საფიე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მიუხედავად იმისა რომ იგი ძველ სასახლეში ცხოვრობდა,მაინც 3000 აქჩეს იღებდა დღეში.


საფიე სულთანმა კარგი ურთიერთობა დაამყარა ინგლისთან. მან დაარწმუნა მეჰმედ მესამე რომ  აკომპანირება გაეწია ინგლისელი ელჩებისთვის უნგრეთში ლაშქრობისას. ერთი უნიკალური ასპექტი მისი კარიერისა იყო ინგლისის დედოფალ ელიზაბეთ პირველთან დაახლოება. ისინი ერთმანეთს საჩუქრებს უგზავნიდნენ, ერთ შემთხვევაში,საფიემ მიიღო ელიზაბეთ პირველის პორტრეტი სანაცვლოდ მისი ნაჩუქარი : 2 ვერცხლის ქსოვილის სამოსი, ერთი ვერცხლის ტანსაცმლის სარტყელი და 2 ოქროთი ამოქარგული ცხვირსახოცი.  1599 წლის წერილში ელიზაპეთის შეთავაზებაზე კარგი ურთიერთობისთვის საფიე პასუხობს:

მივიღე თქვენი წერილი, ღვთის წყალობით მე ვიმოქმედებ იმ მითითებებით რომელიც წერილში გქონდათ დაწერილი. მთელი გულით დიდ პატივს გცემთ.მე მუდმივად შთავაგონებ ჩემს ფადიშაჰ შვილს, რომ ხელშეკრულებით იმოქმედოს. მე არ ვუგულვებელვყოფ მასთან ასეთი მანერით საუბარს. ღმერთმა ინებოს რომ სულ ასე პატივს ვცემდეთ ერთმანეთს.,ყოველთვის ასეთი მეგობრულები ვიყოთ, იმედია ჩვენი მეგობრობა არასდროს მოკვდება. თქვენ მე ძვირფასი ეტლი გამომიგზავნეთ ,ახლა მე გიგზავნით მოსასხამს,ქამარს,2 დიდ ნაქარგ აბანოს პირსახოცს, 3 ცხვირსახოცს, ლალისა და მარგალიტის ტიარებს ( ძვ.აღმოსავლეთში გვირგვინი და თავსაბური ერთად). იმედია მიიღებთ ჩვენგან გამოგზავნილ ძღვენს.’’
საფიე აგრეთვე ცნობილია ახალი მეჩეთის მშენებლობის დაწყებით  1597 წელს.
საფიე სულთანი 1618 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა.






No comments:

Post a Comment