Friday, January 15, 2016

ჰანდან სულთანი

ჰანდან სულთანი ოსმალეთის იმპერიის სულთნის აჰმედ პირველის დედა და მისი დედა სულთანი იყო 1603 წლის 22 დეკემბრიდან   1605 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

ის სინამდვილეში ბერძენი სახელად ელენა.მან დაარწმუნა ვაჟი აჰმედი რომ გადაერჩინა მისი ძმის მუსტაფას სიცოცხლე და გაეუქმებინა კანონი ძმების დასჯის შესახებ ოსმალეთის იმპერიაში.
იგი მხოლოდ 2 წელი იყო დედასულთანი.
თანამედროვე ისტორიკოს იბრაჰიმ პეჯევი მის სიბრძნეზე ამახვილებდა ყურადღებას. ლესლიე პირსი აღნიშნავს რომ აჰმედ პირველი დასჯერდა მსი რჩევას. რადგან ტრადიციის თანახმათ- ‘’დედის მარჯვენა ღვთის მარჯვენაალ’’ , მან გამჭრიახობით აჯობა დედის სურვლის. ჰანდანმა ვერ მოახერხა გავლენის მიღება და ეკონომიკური ინფლაცია,როგორიც ჰქონდა წინა 2 დედა სულთანს. მისი სალარო მხოლოდ 1000 აქჩეს შეადგენდა, თუმცა ისიც მოქმედებდა როგორც მეორე რეგენტი დედა სულთანი, მისი 2 წლიანი რეგენტობის პერიოდში აჰემდის ბებია საფიე 3000 აქჩეს იღებდა .
იგი 1605 წლის ნოემბერში გარდაიცვალა 31 წლის ასაკში .




საფიე სულთანი



საფიე სულთანი ოსმალეთის სულთნის მურად მესამის საყვარელი ხარჭა და მეჰმედ მესამის დედა იყო. წარმოშობის ერთი ვერსიით იგი იყო კუნძულ კერკირას ვენეციელი მმართველის შვილი, იგი მუსლიმმა მეკობრეებმა დაიჭირეს, სულთანის ჰარემს აჩუქეს 1562 წელს.მისი ნამდვილი სახელი იყო სოფია ბაფო. ამ ვერსიის მიხედვით იგი ნურბანუ სულთნის ნათესავი იყო.ხოლო მეორე ვერსიით საფიე იყო ალბანელლი სოფელ რეზიდან და მისი სახელი იყო მელიქე.
1563 წელს,13 წლის ასაკში, როგორც მონა მიჰრიმაჰ სულთანმა ( სულეიმან დიდებულისა და ჰიურემ სულთნის ერთადერთმა ქალიშვილმა)   მურად მესამეს აჩუქა. სახელად საფიე მისცეს და იგი მურადის (სელიმ მეორისა და ნურბანუ სულთნის პირველი ვაჟი)  ხარჭა გახდა. 1566 წელს მან გააჩინა მურადის ვაჟი - მეჰმედ მესამე.
საფიე უპირატესობით სარგებლობდა, რადგან მურადს იგი გაგიჟებით უყვარდა , იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მეუღლეზე. მურადის დედმ ნურბანუმ შვილს ურჩია რომ სხვა ხარჭებიც მიეღო დინასტიის კეთილდღეობისთვის. 1581 წელს ტახტს ერთადერთი მემკვიდრე ჰყავდა - მურადისა და საფიეს ვაჟი მეჰმედი. 1583 წელს ნურნბანუ სულთანმა საფიეს მაგიის და ჯადოქრების გამოყენება დააბრალა, თითქოს იგი ამას მურადის ხარჭებისკენ სწრაფვას ამცირებდა. შედეგად გამოვიდა პატიმრობა და საფიეს მსახურების წამება. მურადის დამ ესმეჰანმა მას 2 ხარჭა აჩუქა, რომელთანაც მურადს ურთიერთობა ჰქონდა. მისი პოტენციალის განკურნების შემდეგ, იგი 20 ვაჟისა და 5 ქალიშვილის მამა გახდა.
მიუხედავა ამისა საფიე ვერ გახდა მურად მესამის კანონიერი მეუღლე, თუმცა ოსმალი ისტორიკოსი მუსტაფა ალი თავის ნაშრომებში გვეუბნება რომ საფიე ვენეციელი და ინგლისელი ელჩებისაგან დიდად დაფასებული პიროვნება იყოო.


როდესაც მურადი გარდაიცვალა 1595 წელს, საფიემ იმდენი გააკეთა რომ ტახტზე თავისი შვილი - მეჰედი აიყვანა. ის კი დედა სულთანი გახდა. მისი ვაჟის სიკვდილამდე (1603წ.) ოსმალთა პოლიტიკას ხელმძღვანელობდნენ საფიე და გაზანფერ აღა- თეთრი საჭურისი და ჰარემის პირველი აღა. საფიე იღებდა 3000 აქჩეს ყოველთვიურად. მას შემდეგ რაც მეჰმედ მესამე  უნგრელების წინააღმდეგ სალაშქროდ წავიდა 1596 წელს, მან უზარმაზარი ძალაუფლება მიანიჭა დედას, იგი ხაზინადრის საქმეებშიც კი ჩარია. 
ამგვარი სიძლიერით განაგრძო მან თავისი საქმიანობა ოსმალეთის იმპერიაში.
1603 წელს მეჰმედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი შვილი - აჰემდი ავიდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მისი ბებიისთვის ძალაუფლების წართმევა - იგი გააძევა ძველ სასახლეში 1604 წელის იანვარში. როდესაც აჰემდის ძმა მსუტაფა გახდა სულთანი 1617 წელს,მისმა დედამ ჰალიმემ  როგორც  დედა სულთანმა 3000 აქჩე მიიღო. ამ დროს საფიე კვლავ ცოცხალი იყო. თუმცა ჰალიმემ მხოლოდ 2000 აქჩე მიიღო მას შემდეგ რაც ძველ სასახლეში გადავიდა მისი შვილსი ორჯერ ტახტზე ასვლის პერიოდში. პირველი თვეების განმავლობაში საფიე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მიუხედავად იმისა რომ იგი ძველ სასახლეში ცხოვრობდა,მაინც 3000 აქჩეს იღებდა დღეში.


საფიე სულთანმა კარგი ურთიერთობა დაამყარა ინგლისთან. მან დაარწმუნა მეჰმედ მესამე რომ  აკომპანირება გაეწია ინგლისელი ელჩებისთვის უნგრეთში ლაშქრობისას. ერთი უნიკალური ასპექტი მისი კარიერისა იყო ინგლისის დედოფალ ელიზაბეთ პირველთან დაახლოება. ისინი ერთმანეთს საჩუქრებს უგზავნიდნენ, ერთ შემთხვევაში,საფიემ მიიღო ელიზაბეთ პირველის პორტრეტი სანაცვლოდ მისი ნაჩუქარი : 2 ვერცხლის ქსოვილის სამოსი, ერთი ვერცხლის ტანსაცმლის სარტყელი და 2 ოქროთი ამოქარგული ცხვირსახოცი.  1599 წლის წერილში ელიზაპეთის შეთავაზებაზე კარგი ურთიერთობისთვის საფიე პასუხობს:

მივიღე თქვენი წერილი, ღვთის წყალობით მე ვიმოქმედებ იმ მითითებებით რომელიც წერილში გქონდათ დაწერილი. მთელი გულით დიდ პატივს გცემთ.მე მუდმივად შთავაგონებ ჩემს ფადიშაჰ შვილს, რომ ხელშეკრულებით იმოქმედოს. მე არ ვუგულვებელვყოფ მასთან ასეთი მანერით საუბარს. ღმერთმა ინებოს რომ სულ ასე პატივს ვცემდეთ ერთმანეთს.,ყოველთვის ასეთი მეგობრულები ვიყოთ, იმედია ჩვენი მეგობრობა არასდროს მოკვდება. თქვენ მე ძვირფასი ეტლი გამომიგზავნეთ ,ახლა მე გიგზავნით მოსასხამს,ქამარს,2 დიდ ნაქარგ აბანოს პირსახოცს, 3 ცხვირსახოცს, ლალისა და მარგალიტის ტიარებს ( ძვ.აღმოსავლეთში გვირგვინი და თავსაბური ერთად). იმედია მიიღებთ ჩვენგან გამოგზავნილ ძღვენს.’’
საფიე აგრეთვე ცნობილია ახალი მეჩეთის მშენებლობის დაწყებით  1597 წელს.
საფიე სულთანი 1618 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა.






ნურბანუ სულთანი

ნურბანუ სულთანი ( სინამდვილეში სესილია ვენივერ-ბაფო) იყო წარჩინებული ვენეციელი ოჯახის შვილი რომელიც მოიტაცეს და გაყიდეს როგორც მონა ოსმალეთის იმპერიაში. იგი ოსმალეთის სულთნის სელიმ მეორის ფავორიტი ხარჭა ( რომელიც ტახტზე 1566 წელს ავიდა) და მურად მესამის ხარჭა გახდა. მიუხედავად იმისა რომ სელიმი სხვა ხარჭებთანაც ატარებდა დროს, ნურბანუ მაინც ჯიუტად აგრძელებდა სულთნის მოხიბვლას. როგორც ტახტის პირველი მემკვიდრის დედა, როგორც მრჩეველი ისე მოქმედებდა თავის ქმარზე. თუმცა მაინც შორს იყო სახელმწიფო საქმეებიდან.სელიმ მეორე ხშირად ეკითხებდა ხოლმე რჩევას ნურბანუს სხვადასხვაგვარ საქმეებზე,რადგან იგი დიდ პატივს სცემდა ნურბანუს ასეთ განსჯის უნარს. ჯაკოპო სორანზო, ვენეციელი ელჩი წერს:

 ‘’ჰასეკის უძახიან იმ ქალს ვისზეც მბრძანებელი უკიდურესადაა შეყვარებული, აგრეთვე დაფასებული ორმხრივ: მისი დიდებულებით და სილამაზით, ასევე არაჩვეულებრივი ინტელიგენციის გამო’’


სულთან სელიმ მეორის გარდაცვალების შემდეგ 1574 წელს, ნურბანუმ მისი სხეული ყინულის ყუთში დამალა და არავის უთხრა სულთანის სიკვდილის შესახებ,მანამ,სანამ მისი შვილი მანისიდან არ ჩამოვიდა 12 დღის შემდეგ. მისი ვაჟი გახდა სულთან მურად მესამე და ნურბანუ გახდა დედა სულთანი,  მან შეძლო დაეკავებინა უმაღლესი თანამდებობა,რაც კი შეიძლებოდა ქალს ჰქონოდა ოსმალეთის იმპერიაში, თუმცა ის სრულუფლებიანი არიყო სუთან სელიმის დის- მიჰრიმაჰ სულთნის სიკვდილამდე. ამის შემდეგ ის გახდა უზარმაზარი ფიგურა გავლენის მოხდენის მხრივ.  მისი 9წლიანი რეგენტობის განმავლობაში(1574-83),მისი პოლიტიკა იყო ადრეულ ვენეციური, იგი სძულდათ გენუის რესპუბლიკელებს. ზოგიერთი ფიქრობს,რომ იგი მოწამლულ იქნა გენუელების აგენტის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის გარდაიცვალა იენიქაფის კვარტალში,სტამბოლში 1583 წლის 7 დეკემბერს.